English


[ Home | ინსტიტუტის შესახებ | სტრუქტურა | სამეცნიერო კოლექტივი | სამეცნიერო გამოცემები | სამეცნიერო პუბლიკაციები | კონფერენციები

საინსტიტუტო სემინარი | ინსტიტუტის პროგრამები | ინსტიტუტის ანგარიშები | ახალი ამბები | ბრძანებები | სამეცნიერო საბჭო | მიმდინარე კონკურსები

სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალების ლინკები | საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი | გრანტები | არქივი ]


 

მათემატიკური კვლევები საქართველოში  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთანავე (1918 წ.) დაიწყო. კვლევების ინიციატორები  პირველი ქართველი მათემატიკოსები ა. რაზმაძე, ნ. მუსხელიშვილი, ა. ხარაძე და გ. ნიკოლაძე იყვნენ.

1933 წლის 8 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ნ. მუსხელიშვილის დირექტორობით მათემატიკის, ფიზიკის და მექანიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა.

1935 წლის 1 ოქტომბერს ნ. მუსხელიშვილის და მისი უახლოესი კოლეგების ვ. კუპრაძისა და ი. ვეკუას ინიციატივით ზემოხსენებული ინსტიტუტის მათემატიკისა და მექანიკის განყოფილება სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის დაქვემდებარებაში მყოფ მათემატიკის ინსტიტუტად გარდაიქმნა. 1941 წლის თებერვალში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსების შემდეგ ინსტიტუტი მის შემადგენლობაში შევიდა. 1944 წელს ინსტიტუტს ანდრია რაზმაძის სახელი მიენიჭა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის 58 დადგენილებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის 278 დადგენილების შესაბამისად 2011 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი რეორგანიზებულ იქნა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტად.

ნ. მუსხელიშვილთან, ვ. კუპრაძესთან და ი. ვეკუასთან ერთად ინსტიტუტის მათემატიკოსთა პირველ თაობას მიეკუთვნებიან ა. ბიწაძე, ლ. გოკიელი, ა. გორგიძე, დ. დოლიძე, ა. ვალფიშინ. ვეკუა, ა. კალანდია, დ. კვესელავა, გ. ლომაძე, კ. მარჯანიშვილი, ლ. მაღნარაძე, შ. მიქელაძე, ა. რუხაძე, ი. ქარცივაძე, ვ. ჭელიძე, გ. ჭოღოშვილი, ა. ხარაძე, ბ. ხვედელიძე. მათმა ფუნდამენტურმა შედეგებმა დრეკადომის მათემატიკურ თეორიაში [28, 48-56, 71, 72, 74, 75, 77, 80, 91, 97-100], სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებში [73, 76, 78, 79, 81, 82, 101-103], კომპლექსურ და ნამდვილი ცვლადის ანალიზში [7, 8, 31-33, 93, 95, 96], დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში [2-5, 44-47, 70, 83, 90, 92, 94], ტოპოლოგიაში [10-14], რიცხვთა თეორიაში [104-108] და გამოყენებით მათემატიკაში [60-68] ინსტიტუტს მსოფლიოში მაღალი სამეცნიერო რეპუტაცია დაუმკვიდრა.

სხვადასხვა დროს ინსტიტუტთან თანამშრომლობდნენ გამოჩენილი უცხოელი მეცნიერები: პ.ს. ალექსანდროვი, ს. ბერგმანი, ს.ნ. ბერნშტეინი, მ.ვ. კელდიში, მ.ა. ლავრენტიევი, ვ.ს. სმირნოვი და ს.ლ. სობოლევი.

ინსტიტუტის პირველი დირექტორი ვ. კუპრაძე (1935-1941) იყო. 1941-1976 წლებში ინსტიტუტს თითქმის უწყვეტად  ნ. მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა. 1951 წლის სექტემბრიდან 1952 წლის აპრილამდე მოქმედი დირექტორი  ვ. ჭელიძე იყო. 1976-1989 წლებში ინსტიტუტს  ნ. ვეკუა ხელმძღვნალობდა, ხოლო 1989-2006 წლებში მისი დირექტორი  ი. კიღურაძე იყო. 2006 წლის ივნისიდან 2008 წლის აპრილამდე ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო ნ. ფარცვანია,  ხოლო 2008 წლის აპრილიდან  იგი არის ინსტიტუტის დირექტორი. 

ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეები სამეცნიერო დარგში იყვნენ ი. ვეკუა (1940-1941), ა. გორგიძე (1941-1954), გ. მანჯავიძე (1954-1977), თ. ბურჭულაძე (1977-1989), ვ. კოკილაშვილი (1989-2006). 2006 წლის ივნისიდან ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე არის რ. გაჩეჩილაძე.

სხვადასხვა დროს ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებების გამგეები იყვნენ  რ. ბანცური, ს. ბერგმანი, ნ. ბერიკაშვილი, ს. ბერნშტეინი, ვ. ჭელიძე, გ. ჭოღოშვილი, თ. გეგელია, ა. კალანდია, რ. კაპანაძე, ვ. კოკილაშვილი, ა. ხარაძე, ე. ხმალაძე, ბ. ხვედელიძე, ვ. კუპრაძე, ლ. მაღნარაძე, გ. მანია, მ მიქელაძე, შ. მიქელაძე, ნ. მუსხელიშვილი, თ. შერვაშიძე, ო. წერეთელი, ი. ვეკუა, ნ. ვეკუა, ა. ვალფიში, და მეცნიერ თანამშრომლები იყვნენ რ. აბდულაევი, ჯ. გვაზავა, გ თევზაძე, თ. კანდელაკი,  ე. ლაგვილავა, ნ. ლაზრიევა, ო. მაისაია, ე. ობოლაშვილი, ვ. პაატაშვილი, დ. პატარაია,  ა. ციცქიშვილი, რ. ჭიჭინაძე, გ. ხუსკივაძეგ. ჯანაშია, ა. ჯიშკარიანი.

ამჟამად ინსტიტუტში არის 9 სამეცნიერო განყოფილება:

1937 წლიდან ინსტიტუტში იბეჭდება სამეცნიერო ჟურნალი "ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის შრომები" (Proceedings of A. Razmadze Mathematical Institute), რომელიც 2016 წლიდან გამოიცემა სახელწოდებით  Transactions of A. Razmadze Mathematical Institute (2016-2018 წლებში გამოიცემოდა ELSEVIER-ის მიერ Transactions of A. Razmadze Mathematical Institute).

ინსტიტუტი აგრეთვე არის ორი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის დამაარსებელი: "საქართველოს მათემატიკური ჟურნალი" (Georgian Mathematical Journal) და "მემუარები დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში" (Memoirs on Differential Equations and Mathematical Physics).

1997 წლიდან ინსტიტუტში ტარდება სიმპოზიუმი დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში (DEMPh).