სხდომები

07.09.2009 / 13 საათი - ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში გაიმართა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სათათბიროს სხდომა. განხილული იყო ერთადერთი საკითხი:
1. მათემატიკოსთა ყრილობის ორგანიზაცია 2009 წლის შემოდგომაზე (ჯ. შარიქაძე, რ. დუდუჩავა, ვ. ბალაძე, გ. ონიანი, ს ლაშხი)
მიღებული გადაწყვეტილებები ასახულია ზემოთ გამოქვეყნებულ განცხადებაში ყრილობის ჩატარების თაიობაზე

17.07.2009 / 14 საათი - ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სათათბიროს სხდომა. სათათბიროს წევრთათვის დასწრება სავალდებულოა განსახილავი საკითხები:
1. ანგარიში შემოწირულობების შეგროვების და მსოფლიო მათემატიკურ კავშირში და ევროპის მათემატიკურ საზოგადოებაში საწევრო შესატანების გადახდის შესახებ (თ.თადუმაძე, რ. დუდუჩავა)
2. მათემატიკოსთა ყრილობის ორგანიზაცია 2009 წლის შემოდგომაზე (ჯ. შარიქაძე, რ. დუდუჩავა, ვ. ბალაძე)

30.06.2009 / 15 საათი - ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სათათბიროს სხდომა. სათათბიროს წევრთათვის დასწრება სავალდებულოა განსახილავი საკითხები:
1. დავალიანებები მსოფლიო მათემატიკურ კავშირში და ევროპის მათემატიკურ საზოგადოებაში (ჯ. შარიქაძე, რ. დუდუჩავა)
2. მათემატიკოსთა ყრილობის ორგანიზაცია 2009 წლის შემოდგომაზე (ჯ. შარიქაძე)
საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სათათბირომ დაადგინა:
1.ა) კავშირის წევრობა დამოკიდებულია საწევროს გადახდაზე;
ბ) ვისაც არ ექნება გადახდილი საწევრო ბოლო 3 წელიწადს ის არ შეიძლება იყოს არჩეული ხელმძღვანელ ორგანოში.
გ) პირი ითვლება წევრად იმ წლებში, რომელი წლების საწევროც აქვს გადახდილი (წევრთა მუდმივად განახლებადი სიები იხილეთ ვებ-გვერდზე).
გ). მას ვისაც გადახდილი აქვთ შემოწირულობა და არა აქვს გადახდილი საწევროები 2007-2008 წლებში, მათი სურვილის შემთხვევაში შეიძლება თანხა გადანაწილდეს საწებვროებზე. შესაბამისად, შემოწირულობას დააკლდება 20 ლარი.
საწევროების გადახდა შესაძლებელია კავშირის წარმომადგენლებთან ორგანიზაციებში (იხ. ვებ-გვერდი).
2. ა) დაევალოს პრეზიდენტს ჯ. შარიქაძეს შექმნას სამუშაო ჯგუფი, მოამზადოს წინადადებები საქართველოს მათემატიკოსთა ყრილობის ჩატარების შესახებ და გამოიტანოს ის განსახილველად სათათბიროს უახლოეს სხდომაზე, რომელიც შედგება სავარაუდოდ ივლისის შუა რიცხვებში.
ბ) ყრილობის ჩატარების სავარაუდო ადგილია ქ. ბათუმი



top
დაგვიკავშირდით

ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი,                             მ. ალექსიძის ქ. 1                                                            თბილისი 0193

Tel: +995.(8)32.545995  (ბიურო1)
       +995.(8)32.335977  (ბიურო2)
       +995.(8)55.333855 (მობ.)

 

ელ. ფოსტა: GeorgianMU(at)gmail.com და/ან GMU(at)rmi.acnet.ge