მხოლოდ სათათბიროს 
		წევრებისათვის:
		რეგისტრაცია 
	
		http://daka.site11.com/index.php?p=1_4
		ავტორიზაცია 
	
		http://daka.site11.com/index.php?p=1_5
მათემატიკოსთა კავშირის ყველა წევრს: რადგან გვაქვს აღებული ვალდებულებები საერთაშორისო ორგანიზაციებში და გვაქვს განსახორციელებელი პროექტები, როგორიცაა წარმატებული ახალგაზრდა და დამსახურებული კოლეგების დაჯილდოება, გამოჩენილი მათემატიკოსების იუბილეების, გაფართოებული სემინარების ღირსეულად ჩატარება, მათემატიკოსთა კავშირის სემინარების აღდგენა და მასზე ისეთი შეკვეთილი ლექციების მოსმენა (ჰონორარის გადახდით) რომელიც მოიზიდავს ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, აუცილებელია მათემატიკოსთა კავშირის შემოსავლების სისტემის რეორგანიზაცია. სხვა ზომებთან ერთად (სპონსორებთან და მთავრობასთან მუშაობა, ყოველწლიური კონფერენციების გამართვა უცხოელი სტუმრების მოწვევით და ა.შ.) საჭიროა საწევროების გადახდის სისტემის მოწესრიგება.
ხართ თუ არა თანახმა 
		საწევრო გადასახადი იყოს მიბმული წარსული წლის მთლიან წლიურ შემოსავალზე და 
		კერძოდ: წლიური საწევრო შესატანი მათემატიკოსთა კავშირში 
		გაუთანაბრდეს საშუალო თვიური შემოსავლის 3 % ან 6% (რაც შეადგენს, 
		შესაბამისად, მთლიანი წლიური შემოსავლის 1/4 % ან 1/2 % პროცენტს); 
		მაგალითად: თუ გრანტი და ხელფასი ერთად შეადგენს 1.000 ლარს თვეში, (ანუ 
		წლიურად 12.000 ლარს) წლიური საწევრო შესატანი იქნება, შესაბამისად, 30 
		ლარი ან 60 ლარი. 2000-ლარიანი თვიური შემოსავლის შემთხვევაში წლიური 
		საწევრო შესატანი შეადგენს, შესაბამისად, 60 ლარს ან 120 ლარს.
		
		შემოსავლის დეკლარირება არის მხოლოდ და 
		მხოლოდ გადამხდელის პრეროგატივა. ის არ გადამოწმდება და არავითარი 
		დამადასტურებელი საბუთი არ მოითხოვება!
		
ვინც გადაიხდის 20 ლარს ზემოთ, დანარჩენი თანხა ჩაითვლება ქველმოქმედებად და მოხვდება ქველმოქმედების სიაში, საიტზე. მისი სახელი გაჟღერდება მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში და, თუ მას სურს, გაჟღერდება ფსევდონიმი, რომელსაც შეარჩევს თვითონვე.
გთხოვთ შეხვიდეთ WEB გვერდზე
http://daka.site11.com/index.php?p=1_6
		
		და
		
		
		დააფიქსიროთ
		
		
		თქვენი
		
		
		პოზიცია
		
		 განსახილავ
		
		
		საკითხზე
		
		
ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი,                              
		უნივერსიტეტის ქ. № 2 თბილისი 0186                      
		თსუ მაღლივი კორპუსი, III სართული 
		
ტელ.: 
		545995  (სწავლული მდივანი) 
          855.333855 (პრეზიდენტი, მობ.)
		
		       
		ელ. 
		ფოსტა:
		
		GeorgianMU(at)gmail.com  
                   
		GMU(at)rmi.acnet.ge