საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ხელმძღვანელობა

პრეზიდენტი:

როლანდ დუდუჩავა, ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განყოფილების გამგე, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

855.333.855 (მობილური) 
ელ.ფოსტა: RolDud(at)gmail.com 

ვებ-გვერდი: http://rmi.acnet.ge/~dudu/

საქართველოს მათემატიკოსთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე:

დავით ნატროშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის უფროსი

ტელ: 388186 (სამსახური)
899195171 (მობილური)
ელ.ფოსტა: natrosh(at)hotmail.com

ვიცე პრეზიდენტი:

გიორგი ონიანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ქუთაისი

ტელ: +995 231 43532 (სამსახური) 
+995 93 240987 (მობილური)
ელ.ფოსტა: oniani(at)arsu.edu.ge 


ვებ-გვერდი: http://www.atsu.edu.ge/geo/rector.html

ვიცე პრეზიდენტი:

ვლადიმერ ბალაძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის უფროსი, ბათუმი

ტელ: 893.369609 (მობილური)
ელ.ფოსტა: vbaladze(at)bsu.edu.ge

ვებ-გვერდი: http://matcomp.bsu.edu.ge/action=dep_mat
                   Curriculum Vitae

სწავლული მდივანი:

ნატალია ჩინჩალაძე, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის მოვ. შემსრ., ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

ტელ: 545995 (სამსახური)
893230738 (მობილური)

ელ.ფოსტა: chinchaladze(at)gmail.com

 

 

 

 საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის კომისიები და მათი ხელმძღვანელები:

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მოკლე ისტორია

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირიs დაარსების თარიღად და ჩაითვალოს 1923 წლის 21 თებერვალი. ამას ადასტურებს ამონაწერი ნ. მუსხელიშვილის წერილიდან . ნიკოლაძისადმი, რომელიც გაგზავნილია 1923 წლის 21 თებერვალს ლონდონში: ,,დილით ვიყავი სხდომაზე საქართველოს მათემატიკური საზოგადოების დაარსებასთან დაკავშირბით” . . . . (იხ. ი. ერემეიშვილის წიგნი     ,,ცხოვრება და ღვაწლი ანდრია რაზმაძისა”, 1997 წ. ამასვე ადასტურებს აგრეთვე  ამონაწერი ნ. მუსხელიშვილისხვა წერილიდან, რომელიც დათარიღებულია  1923 წლის 21 მაისით:  ,,ხვალ საღამოს მე  ვკითხულობ მოხსენებას მათემატიკურ საზოგადოებაში" . . .  გაზეთ კომუნისტი 1929 წ, 6 ოქტომბრის ნომერში ვკითხულობთ: ,,საქართველოს მათემატიური საზოგადოება ღრმა მწუხარებით აუწყებს საზოგადოებას თავისი დამაარსებლის და პრეზიდენტის ა. რაზმაძის გარდაცვალებას" . . .   გაზეთი კომუნისტი 1929 წ, 3 ოქტომბერის ნომერში ვკითხულობთ:  ,,2 ოქტომერს გამოყოფილი იქნა ა. რაზმაძის დამგრძალავი კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიდა მათემატიკური საზოგადოებიდან ვ. კუპრაძე” . . .

ჩვენის აზრით ეს ინფორმაცია სრულიად საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ საზოგადოება შეიქმნა 1923 წელს და მისი პირველი პრეზიდენტი იყო ა. რაზმაძე. ამისი ირიბი დასტურია ისიც რომ ა. რაზმაძე იყო მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების წევრი და ხშირად გამოდიოდა ამ საზოგადოების სხდომებზე მოხსენებებით. ბუნებრივია მას თბილისში გადმოსვლის შემდეგ აქაც შეექმნა ანალოგიური საზოგადოება.

ა. რაზმაძის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოება არ იყო აქტიური 1962 წლამდე. 1962 წელს ვ. კუპრაძის, ლ. მაღნარაძის, ბ. ხვედელიძის, . გოკიელი, . ხარაძის და სხვათა ძალისხმევით საქართველოს მათემატიკურ საზოგადოება აღორძინდა. მის რიგებში გაერთიანდნ პროფესიონალი მათემატიკოსები სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებიდან, უმაღლეს და საშუალო სკოლებიდან.  

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მიზანია გაუწიოს პოპულარიზაცია მათემატიკურ მეცნიერებას, უპირველესად ახალგაზრდა თაობებში, ხელი შეუწყოს პროფესიონალი მათემატიკოსების აღზრდას, დაამყაროს და განამტკიცოს პროფესიონალური კავშირები კოლეგებთან საზღვარგარეთ და ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა მსოფლიო მათემატიკოსთა კავშირი და ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოება. ამისათვის ტარდება საჯარო სხდომები, სადაც მოისმინება ორიგინალურ სამეცნიერო და მიმოხილვით მოხსენებები. მათემატიკოსთა კავშირი ხშირად ატარებს  სახელოვანი მათემატიკოსების ცხოვრებსა და სამეცნიერო მოღვაწეობადმი მიძღვნილი საღამოებს, განიხილავს მათემატიკის კვლევისა და სწავლების საჭირბოროტო საკითხებ. მათემატიკოსთა კავშირი თანამშრომლობს პედაგოგებთან, მონაწილეობს საგანმანათლებლო სტანდარტების შექმნისა და სახელმძღვანელოთა განხილვის პროცესში. საქართველოს მათემატიკოსთა კავშირმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში მათემატიკით დაინტერესებული ახალგაზრდების გამოვლენისა და სწავლების საქმეში, ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მათ მომზადებაში.

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი აწყობს საქართველოს მათემატიკოსთა ყრილობებს და გამოსცემს ყრილობათა მასალებს. უკანასკნელი, V ყრილობა, ჩატარდა 2009 წლის 9-12 ოქტომბერს ბათუმში და ქუთაისში.

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სახელით გამოიცა არაერთი მონოგრაფია.

საქართველოს მათემატიკური საზოგადოების პირველი პრეზიდენტი 1923-1929 წლებში იყო ანდრია რაზმაძე. 1962 წელს აღორძინებულ  საზოგადოებას სათავეში ჩაუდგა ვიქორ კუპრაძე (1962-1966), შემდეგ - ლევან გოკიელი (1966-1970), არჩილ ხარაძე (1970-1974), 1974-1994 წლებში საზოგადოებას ხელმძღვანელობდა ლევან მაღნარაძე.

1994 წელს მათემატიკურ საზოგადოებას ეწოდა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი. 1990 წელს იგი გახდა ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოების თანადამფუძნებელი  ხოლო 1991 წელს მიღებული იქნა მსოფლიო  მათემატიკოსთა კავშირის წევრად. კავშირის პრეზიდენტები იყვნენ: დავით ნატროშვილი (1994-1997), როლანდ დუდუჩავა (1997-2001), თეიმურაზ ვეფხვაძე (2001-2005), ჯონდო შარიქაძე (2005-2009).

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მოქმედი პრეზიდენტია როლანდ დუდუჩავა.


top
დაგვიკავშირდით

ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი,                              უნივერსიტეტის ქ. № 2 თბილისი 0186                      თსუ მაღლივი კორპუსი, III სართული

ტელ.: 545995  (სწავლული მდივანი)
          855.333855 (პრეზიდენტი, მობ.)         

ელ. ფოსტა: GeorgianMU(at)gmail.com
                    GMU(at)rmi.acnet.ge