საქართველოს
მათემატიკოსთა
ყრილობა
ბათუმი /ქუთაისი, 2009 წ. 9-12 ოქტომბერი
ძვირფასო კოლეგებო,
მოგეხსენებათ,
რომ
გადაწყვეტილია
საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის
ყრილობის
ჩატარება
2009 წლის 9-12 ოქტომბერს ქ. ბათუმში.
ბოლო დღეს ყრილობა იმუშავებს და
დახურვის ცერემონია
გაიმართება ქ. ქუთაისში
12 ოქტომბერს.
ყრილობის ფარგლებში ბათუმში გამართული ერთ-ერთი სესია მიეძღვნება ანდრია რაზმაძის დაბადებიდან 120 წლისთავს, ხოლო ქუთაისში გამართული ერთ-ერთი სესია მიეძღვნება ლევან ჟიჟიაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავს.
გათვალისწინებულია ერთი სესია მიეძღვნას აკადემიკოს ნოდარ ბერიკაშვილის დაბადების 80 წლისთავს.
ყრილობის მუშაობის სრული პროგრამა იხილეთ ამ ბმულზე.
ყრილობაზე იმუშავებს შემდეგი სექციები :
|
კონგრესის ფარგლებში მოეწყობა ახალგაზრდა მათემატიკოსის (ან მათემატიკოსების)
არჩევა რომელიც (რომლებიც) დაჯილდოვდება
საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის
პრემიით.
ასევე გათვალისწინებულია არანაკლებ 75 წლის მათემატიკოსის შერჩევა და დაჯილდოვება
განსაკუთრებული დამსახურებებისათვის ქართული მათემატიკის განვითარების საქმეში.
კონკურსებზე საბუთების შემოტანის ვადაა 5 ოქტომბრის 12 საათი ყრილობის სამდივნოში (გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, ნატალია ჩინჩალაძე), საბუთები შეგიძლიათ აგრეთვე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით:
GeorgianMU@gmail.com .საორგანიზაციო კომიტეტი: | სამეცნიერო კომიტეტი: |
რ. დუდუჩავა (თავმჯდომარე) |
ჯ. შარიქაძე
(თავმჯდომარე) თ. ქადეიშვილი (თავმჯდომარის მოადგილე) რ. ბანცური, ნ. ბერიკაშვილი, ა. ბერიძე, თ. ბუჩუკური, გ. გოგიშვილი, დ. გორდეზიანი, ნ. ვახანია, თ. ვეფხვაძე, თ. თადუმაძე, ვ. კვარაცხელია, ა. კვინიხიძე, ი. კიღურაძე, ვ. კოკილაშვილი, ჰ. მელაძე, ე. ნადარაია, დ. ნატროშვილი, რ. ომანაძე, გ. სირბილაძე, ა. სიხარულიძე, ზ. სოხაძე, გ. ხიმშიაშვილი, გ. ჯაიანი, მ. ჯიბლაძე. |