საქართველოს მათემატიკოსთა ყრილობის მონაწილეთა რეგისტრაცია
სარეგისტრაციო შესატანი შეადგენს 20 ლარს (+30 ლარი ვისაც არ აქვს გადახდილი საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ბოლო 3 წლის საწევრო). ყრილობის მონაწილეების რეგისტრაცია და სარეგისტრაციო თანხის გადახდა უნდა მოხდეს ა.წ. 30 სექტემბრამდე. გადაუხდელობის შემთხვევაში თეზისის გამოქვეყნება ვერ მოხერხდება.
თუ ვინმეს აქვს სურვილი მოიწვიოს უცხოელი კოლეგა, გთხოვთ, მოგვმართოთ
სასწრაფოდ,
რათა
გავუგზავნოთ
შესაბამისი
წერილი.
უცხოელებისათვის სასტუმრო, კვება, ექსკურსიები უფასოა, ბანკეტის თანხა და შესატანი
(100 ევრო
შორეული უცხოეთიდან და 100 ლარი ახლო უცხოეთიდან) უნდა დაფარონ თვითონ.
მსურველთათვის
შესაძლებელია ნომერის
შეკვეთა
სასტუმროებში
ლიზა და
ევა
გონიოში.
სასტუმროები განლაგებულია გვერდიგვერდ ბათუმის გარეუბანში,
8-10 კილომეტრის მოშორებით უნივერსიტეტიდან, სადაც ჩატარდება სხდომები.
ფასი 13-დან 40
ლარამდე 1 ადამიანი/ღამე
საქართველოს სამეცნიერო ფონდის გრანტების მფლობელებს,
თუ გააჩნიათ შესაბამისი სამივლინებო თანხები, შეეძლებათ მათი
გამოყენება
კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის დასაფინანსებლად ფონდთან შეთანხმებით (შეთანხმება
საჭიროა თუ სამივლინებო თანხები გაწერილია მხოლოდ საზღვარგარეთ მივლინებებისათვის).
საორგანიზაციო კომიტეტი მუშაობს რათა მოიპოვოს
დამატებითი თანხები იმ მონაწილეთა დასაფინანსებლად ვისაც არ გააჩნიათ სამივლინებო
თანხები.
ასეთმა მონაწილეებმა უნდა მოგვმართონ განცხადებით.