საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის II ყოველწლიური კონფერენცია
მეორე
შეტყობინება
საქართველოს
მათემატიკოსთა
კავშირი აწყობს II
საერთაშორისო
კონფერენციას 2011 წლის 15-19
სექტემბერს, ქ. ბათუმში. ბათუმის შესახებ
ინფორმაციის მისაღებად
იხილეთ:
http://www.world66.com/europe/georgia/batumi
საქართველოს
ზღვის კურორტებზე
„ხავერდოვანი“
სეზონი სექტემბერში
დგება და თქვენ
შეგიძლიათ ბათუმის
კონფერენციას
შეუთავსოთ ზღვაზე
სასიამოვნო დასვენება.
კონფერენციის
თემებია
·
მათემატიკური
ლოგიკა, გამოყენებითი
ლოგიკა
და პროგრამირება;
·
ტოპოლოგია, ალგებრა
და რიცხვთა
თეორია;
·
ნამდვილი
და კომპლექსური
ანალიზი (სპეციალური
სესია მიეძღვნება
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
წევრ-კორესპონდენტის
პროფესორ ოთარ წერეთლის
ხსოვნას დაბადებიდან
85 წლისთავთან დაკავშირებით;
სპეციალური
სხდომები მიეძღვნება
აგრეთვე პროფესორ
დავით კვესელავას
და პროფესორ სერგო თოფურიას ხსოვნას).
·
ჩვეულებრივი
და კერძოწარმოებულიანი
დიფერენციალური
განტოლებები და
მათი გამოყენებები;
·
ალბათობის
თეორია და სტატისტიკა,
ფინანსური მათემატიკა;
·
მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი;
·
უწყვეტ გარემოთა მექანიკა;
·
მათემატიკური
ფიზიკა;
·
მათემატიკური
განათლება და ისტორია.
კონფერენცია
ჩატარდება ბათუმის
შოთა რუსთაველის
უნივერსიტეტში.
კონფერენციის
სამუშაო პროგრამა
აგვისტოს ბოლოს
გამოქვეყნდება
კონფერენციის
ვებ-გვერდზე
http://rmi.ge/~gmu/II_Annual_Conference/E_II_Annual.htm
ქართველი კოლეგების
მარვალრიცხოვანი
თხოვნის შესაბამისად,
თეზისების წარმოდგენის
საბოლოო თარიღად
დადგინდა 15 ივლისი. ვინც გაიარა
კონფრენციის ვებგვერდზე
წინასარი რეგისტრაცია
და არ წარმოუდგენია
თეზისი, შევახსენებთ,
რომ თეზისი დაწერილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თეზისი (როგორც ინგლისური, ასევე ქართული) უნდა მომზადდეს LaTeX-ფორმატში. კონფერენციაზე წარმოსადგენი თეზისების ნიმუშების
შაბლონები
ქართულ და ინგლისურ ენებზე
და შესაბამისი
ინსტრუქციები
შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ კონფერენციის
ვებ-გვერდიდან.
გაცნობებთ,
რომ თეზისების გამოქვეყნების აუცილებელი წინაპირობაა კონფერენციის სარეგისტრაციო
თანხის გადახდა 2011 წლის 30 ივლისამდე. თუ ეს პირობა დაირღვევა, ან თეზისის ფორმატი არ დააკმაყოფილებს ნიმუშებში მითითებულ
მოთხოვნებს, თეზისი არ გამოქვეყნდება
კონფერენციის
თეზისების კრებულში. გთხოვთ,
გამოაგზავნოთ თეზისების LaTEX და
PDF ფაილები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
შეგახსენებთ,
რომ კონფერენციის სარეგისტრაციო
გადასახადი საქართველოს
მათემატიკოსთა
კავშირის წევრებისათვის არის 50 ლარი, ხოლო
მათთვის ვინც არ
არის კავშირის
წევრი, სარეგისტრაციო
გადასახადი არის 70 ლარი;
სტუდენტებისათვის
სარეგისტრაციო
გადასახადი არის
10 ლარი.
ზოგიერთ მონაწილეს, მისი პირადი განცხადების საფუძველზე
სპეციალური განხილვის შემდეგ, გაეწევა
ფინანსური შეღავათები
შესაძლებელობის ფარგლებში.
კონფერენციის
სარეგისტრაციო
გადასახადი ფარავს
მხოლოდ საკონფერენციო
მასალებისა და
კონფერენციის
შესვენებების
დროს მონაწილეთა
საბუფეტო (ყავა, ჩაი,
ნამცხვარი) მომსახურების
ხარჯებს.
ინფორმაცია
სასტუმროების
შესახებ:
კონფერენციის
საორგანიზაციო
კომიტეტმა
შეღავათიან
ფასებში დაჯავშნა ოთახები შემდეგ
სასტუმროებში (ინფორმაცია
ამის შესახებ შეგიძლიათ
მოიძიოთ კონფერენციის
ვებგვერდის შესაბამის
განყოფილებაში):
1. გონიო, სასტუმრო „მაგნოლია 1“: http://guide-georgia.ge/hotel
magnolia in gonio
(ა) 16 სტანდარტული 2–ადგილიანი ნომერი, 1 ნომრის ფასი - 50 ლარი.
(ბ) 3 ლუქსი 2–ადგილიანი ნომერი, 1 ნომრის ფასი - 80 ლარი.
(გ) აპარტამენტი
(მისაღები+3 საძინებელი თითოელში 2 საწოლით + საერთო
სველი წერტილით, ფასი 120 ლარი.
2.
გონიო, სასტუმრო „მაგნოლია 2“: 15 სტანდარტული 2–ადგილიანი ნომერი;
1 ნომრის ფასი - 50 ლარი.
3.
გონიო, სასტუმრო „მაგნოლია 3“: 8 სტანდარტული 3–ადგილიანი ნომერი.
1
ნომრის ფასი 50ლ;
შენიშვნა: 1, 2, 3 პუნქტებში
მითითებულ ღირებულებაში არ შედის საუზმე.
საუზმის
ინდივიდუალური
ფასია 5
ლარი .
4.
ბათუმი, სასტუმრო „პრესტიჟი***“: ვებ-გვერდი: www.hotel-prestige.ge
(ა) 9 სტანდარტული 1-ადგილიანი
ნომერი, 1 ნომრის ფასი - 100 ლარი.
(ბ) 8 სტანდარტული
2–ადგილიანი
ნომერი, 1 ნომრის ფასი 100ლარი.
(გ) 3 სტანდარტული 3–ადგილიანი
ნომერი. 1 ნომრის ფასი 130ლ.
თუ 3–ის ნაცვლად 2 ადამიანი იცხოვრებს, მაშინ 1 ნომრის ფასი
იქნება იქნება 100ლ.
5.
ბათუმი, სასტუმრო
“ერა პალასი
****”: ვებ-გვერდი: www.erapalace.com
(ა) 1–ადგილიანი
ნომერი 180 ლარი.
6.
ბათუმი, სასტუმრო „ალიკი ****“: ვებ-გვერდი: www.hotelalik.gol.ge
(ა) 1–ადგილიანი ნომერი150 ლ
(ბ) 2–ადგილიანი ნომერი 160ლ.
(გ) ნახევრად ლუქსი 1–ადგილიანი 160ლ.
(დ) ლუქსი 2–ადგილიანი 180ლ.
(ე) ლუქსი 3–ადგილიანი 200ლ
შენიშვნა: 4,5,6 პუნქტებში
მითითებულ ღირებულებაში შედის საუზმე.
კონფერენციის
მუშაობის პერიოდში
გონიოში მდებარე
სასტუმროებში
განთავსებულ მონაწილეებს
დილის და საღამოს
საათებში მოემსახურება
სპეციალური ავტობუსი.
კონფერენციის
ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ
მონაწილეებს, ვისაც აქვს სურვილი,
რომ მათი სასტუმროში
განთავსება მოხდეს
საორგანიზაციო
კომიტეტის დახმარებით,
გთხოვთ, მოგვმართოთ
წერილობით ამის
შესახებ და მოგვაწოდოთ
შემდეგი ინფორმაცია
იმეილით Batumi2011@gmail.com
მისამართზე
5 ივლისამდე:
1.
გვარი, სახელი;
2.
ელექტრონული
მისამართი (იმეილი), საკონტაქტო
ტელეფონის ნომრები;
3.
ბათუმში
ჩამოსვლისა და
გამგზავრების
ზუსტი თარიღები;
4.
ზუსტი
ცნობები თანმხლები
პირების რაოდენობის
შესახებ;
5.
თქვენს მიერ
შერჩეული სასტუმროს
დასახელება და
თქვენი არჩევანი:
ა) ცალკე
ნომერი - ტიპის
მითითებით(1–ადგილიანი ნომერი,
2–ადგილიანი ნომერი,
3–ადგილიანი ნომერი) ან
ბ) თანახმა
იქნებით თუ არა,
იცხოვროთ ერთ ოთახში
სხვა მონაწილესთან
ერთად? (აუცილებლობისა
და, ამავე დროს,
თქვენი სურვილის
შემთხვევაში, მოხდება
კონფერენციის
მონაწილეთა დაჯგუფება
ოთახების მიხედვით).
15 ივლისამდე
თქვენ მიიღებთ
ინფორმაციას თქვენი
არჩევანის შესაბამისად
სასტუმროს დაჯავშნისა
და შესაბამისი
თანხის რაოდენობის
შესახებ, რომელიც კონფერენციის
სარეგისტრაციო
გადასახადთან
ერთად უნდა გადაიხადოთ 30 ივლისამდე საქართველოს მათემატიკოსთა
კავშირის (სმკ)
ანგარიშზე გადარიცხვით
(ინდივიდუალურად).
საქართველოს მათემატიკოსთა
კავშირის ანგარიშის
რეკვიზიტებია
„თიბისი“ ბანკში:
სს “თიბისი
ბანკი”, ვაკის ფილიალი
საბანკო კოდი:
220101830
მიმღების დასახელება: საქართველოს
მათემატიკოსთა
კავშირი
თანხის დანიშნულება: ბათუმი-2011
კონფერენციის
მონაწილის (გვარი
და სახელი)
(შეავსეთ
შემდეგი ნიმუშის
შესაბამისად)
ა) სმკ
საწევრო-10 ლ. (20 ლ., 30 ლ.),
ბ) კონფერენციის სარეგისტრაციო
გადასახადი - 50 ლ (70ლ),
გ) სასტუმრო („მაგნოლია“) ( K დღე)- M ლ.
ანგარიშსწორების
ანგარიში: 7700540 /GEL
გთხოვთ, გაითვალისწინოთ,
რომ სასტუმროებთან
გაფორმებული ხელშეკრულების
პირობების შესაბამისად, 30 ივლისის შემდეგ საორგანიზაციო
კომიტეტს არ ექნება
საშუალება შეღავათიან
ფასებში დაჯავშნოს
ოთახები ზემოთ
მითითებულ სასტუმროებში.
თუ კონფერენციის
მონაწილეს სურს
მხოლოდ კონფერენციის
სარეგისტრაციო
თანხისა და სმკ
საწევროს გადახდა,
მან შესაბამისი
თანხა უნდა გადარიცხოს ზემოთ მითითებულ
ანგარიშზე 30 ივლისამდე.
კულტურული
პროგრამა: პროგრამით გათვალისწინებულია
ბანკეტი, ექსკურსიის
მოწყობა ბათუმის
შემოგარენში და სხვა ღონისძიებები (ამ ღონისძიებებისა
და შესაბამისი
ფასების შესახებ
ინფორმაცია გამოქვეყნდება
კონფერენციის
ვებ-გვერდზე აგვისტოს
ბოლოს).
კულტურულ ღონისძიებებში
მონაწილეობის
მსურველთა სიების
შედგენა და
შესაბამისი თანხის
გადახდა იწარმოებს
კონფერენციის
მონაწილეთა რეგისტრაციის დროს
ბათუმში.
მნიშვნელოვანი
თარიღები:
15 ივლისი,
2011 - თეზისის
წარდგენის საბოლოო
თარიღი.
30 ივლისი,
2011 - მონაწილეთა
რეგისტაციის საბოლოო
თარიღი (კონფერენციაში
სარეგისტრაციო
გადასახადისა
და დაჯავშნული
სასტუმროს თანხის
გადახდა).
15 სექტემბერი,
2011
- კონფერენციის
გახსნა,
19 სექტემბერი,
2011
- კონფერენციის
დახურვა,
საუკეთესო სურვილებით,
კონფერენციის
საორგანიზაციო
და საპროგრამო
კომიტეტები