საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის II ყოველწლიური კონფერენცია
პირველი შეტყობინება
საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი აწყობს II საერთაშორისო კონფერენცისას 2011 წლის 15-19 სექტემბერს, ქ. ბათუმში. ბათუმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:
http://www.world66.com/europe/georgia/batumi
საქართველოს ზღვის კურორტებზე „ხავერდოვანი“ სეზონი სექტემბერში დგება და თქვენ შეგიძლიათ ბათუმის კონფერენციას შეუთავსოთ ზღვაზე სასიამოვნო დასვენება.
კონფერენციის სარეგისტრაციო შესატანი საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წევრებისათვის არის 50 ლარი; მათთვის, ვინც არ არის წევრი - 70 ლარი; სტუდენტებისათვის -10 ლარი. ზოგ მონაწილეს, მისი პირადი განცხადების საფუძველზე და სპეციალური განხილვის შედეგად, გაეწევა ფინანსური შეღავათები შესაძლებლობის ფარგლებში.
კონფერენციის თემებია
მათემატიკური განათლება და ისტორია;
მათემატიკური ლოგიკა, გამოყენებითი ლოგიკა და პროგრამირება;
ტოპოლოგია, ალგებრა და რიცხვთა თეორია;
ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები და მათი გამოყენებები;
ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა;
მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი;
უწყვეტ გარემოთა მექანიკა;
მათემატიკური ფიზიკა.
კონფერენცია ჩატარდება ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში.
წინასწარი რეგისტრაცია: კონფერენციაზე წინასწარი რეგისტრაციისათვის გიწვევთ WEB-გვერდზე
http://rmi.ge/~gmu/II_Annual_Conference/E_II_Annual.htm
თეზისის წარდგენა: თეზისის ნიმუშის ფაილების ჩამოსატვირთად იხილეთ WEB-გვერდზე მითითებული ინსტრუქცია. უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ შაბლონის ფაილებში მითითებული წესები. კონფერენციის მონაწილეებმა 2011 წლის 1 ივნისამდე უნდა გამოგზავნონ თეზისის LaTex და PDF ფაილები დანართის სახით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
ინფორმაცია ვიზის შესახებ: საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდება შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: ევროკავშირის ქვეყნები, შეერთებული შტატები, იაპონია, ისრაელი, თურქეთი, კანადა, სასომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდავეთი, უკრაინა და ა.შ. ზოგი ქვეყნის (მათ შორის რუსეთის) მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ვიზა, საქართველოს საზღვრის გადაკვეთამდე საქართველოს ყველა აეროპორტსა და ოფიციალურ სარეგისტრაციო პუნქტებში, გარდა ლარსის სარეგისტრაციო პუნქტისა, რომელიც მდებარეობს ვლადიკავკაზსა (ჩრდილოეთ ოსეთი) და სტეფანწმინდას (ყოფილი ყაზბეგი, საქართველო) შორის.
ინფორმაცია სასტუმროების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ კონფერენციის ვებგვერდზე.
ამჟამად საორგანიზაციო კომიტეტი აწარმოებს მოლაპარაკებას სატუმრო „მაგნოლია“-ს (გონიო, http://guide-georgia.ge) მენეჯერებთან შეღავათიან ფასებში ოთახების დაჯავშნის თაობაზე. წინასწარი მონაცემებით ორსაწოლიანი და სამსაწოლიანი ოთახების სავარაუდო ფასი იქნება 50 ლარი (ერთი ღამე, საუზმის გარეშე). საუზმის ფასი სავარაუდოდ იქნება 7 ლარი.
თუ თქვენ გსურთ სასტუმროს დაჯავშნა საორგანიზაციო კომიტეტის დახმარებით, გთხოვთ, შეგვატყობინოთ თქვენი ჩამოსვლის და წასვლის ზუსტი თარიღები 1 ივნისამდე. 15 ივნისამდე თქვენ მიიღებთ ზუსტ ინფორმაციას სასტუმროს ღირებულების შესახებ. სასტუმროს დაჯავშნილი ოთახის ღირებულებისა და კონფერენციის სარეგისტრაციო თანხის გადახდა უნდა მოხდეს 30 ივნისამდე.
კულტურული პროგრამა: გათვალისწინებულია ექსკურსიები ქალაქის ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიული ადგილების გასაცნობად.
მნიშვნელოვანი თარიღები:
1 ივნისი, 2011 - თეზისის წარდგენის საბოლოო ვადა,
15 ივნისი, 2011 - ინფორმაცია კონფერენციის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შესახებ,
30 ივნისი, 2011 - მონაწილეთა რეგისტაციის საბოლოო ვადა (კონფერენციაში მონაწილეობის შესატანის (50 ლარი) და დაჯავშნული სასტუმროს თანხის გადახდა).
საორგანიზაციო კომიტეტი