თეზისი შეგიძლიათ წარმოადგინოთ  ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თეზისი (როგორც ინგლისური, ასევე ქართული) უნდა მომზადდეს LaTeX-ფორმატში, ვებგვერდზე განთავსებული ნიმუშის შესაბამისად. ქართული და ინგლისური თეზისების ნიმუშები  შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან.

         ვისაც აქვს სურვილი მოამზადოს თეზისი ქართულად, ვურჩევთ გამოიყენონ TexMaker და პაკეტში შემავალი შაბლონი Abstr_Template_Texmaker.tex.  ეს ფაილები შეიძლება ჩამოტვირთოთ კონფერენციის ვებგვერდიდან.

        თეზისის ქართულ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, აუცილებელია თეზისის სათაურის, ავტორის (ავტორების)  გვარის და სახელის,  ორგანიზაციის  და განყოფილების (ფაკულტეტის, დეპარტამენტის) სრული დასახელებისა და მისამართის  ინგლისური ვერსიის  წარმოდგენაც ცალკე ფაილის სახით;  ხოლო  თეზისის ინგლისურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, აუცილებელია მოხსენების სათაურის, ავტორის (ავტორების)  გვარის და სახელის,  ორგანიზაციის  და განყოფილების (ფაკულტეტის, დეპარტამენტის) სრული დასახელებისა და მისამართის  ქართული ვერსიის  წარმოდგენაც ცალკე ფაილის სახით.   

      გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ თეზისის LaTeX -ფორმატში გაფორმების წესები, რომლებიც აღწერილია თანდართულ ფაილებში. გაცნობებთ, რომ თეზისების გამოქვეყნების აუცილებელი წინაპირობაა კონფერენციის შესატანის გადახდა 2011 წლის 30 ივნისამდე. თუ ეს პირობა დაირღვევა, ან თეზისის ფორმატი არ დააკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, თეზისი არ გამოქვეყნდება კონფერენციის თეზისების კრებულში.                 გთხოვთ, გამოაგზავნოთ თეზისების  TEX და PDF ფაილები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

                                                    Batumi2011@gmail.com

 შეგახსენებთ, რომ თეზისების წარმოდგენის საბოლოო ვადა 2011 წლის 1 ივნისი.

თეზისების LaTeX-ში მოსამზადებლად საჭირო ქართული ფონტები.

თეზისების LaTeX-ში მოსამზადებლად საჭირო პროგრამა.

ინსტრუქცია თეზისების LaTeX-ში მოსამზადებლად.