საქართველოს   მათემატიკოსთა  კავშირის III ყოველწლიური კონფერენცია

 

მესამე შეტყობინება

   მესამე შეტყობინება ჩამოსატვირთავი

 

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი აწყობს III საერთაშორისო კონფერენციას  2012 წლის  2-9 სექტემბერს,  ქ. ბათუმში. ბათუმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:

                                http://www.world66.com/europe/georgia/batumi

კონფერენცია ჩატარდება შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

·         მათემატიკური განათლება და ისტორია

·         ნამდვილი da კომპლექსური ანალიზი

·         ტოპოლოგია, ალგებრა და რიცხვთა თეორია   

·         დიფერენციალური განტოლებები და მათემატიკური ფიზიკა

·         ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა

·         მათემატიკური ლოგიკა და მათემატიკის საფუძვლები 

·         გამოყენებითი ლოგიკა  და პროგრამირება

·         ბუნებრივი ენების ლოგიკა და გამოთვლითი ლინგვისტიკა

·         მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი 

·         მათემატიკური განათლება და ისტორია

·         უწყვეტ გარემოთა მექანიკა

 

        კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებულია პროფესორების ა.გორგიძის და გ.ლომაძის საიუბილეო სესიების ჩატარება.   

        გარდა ამისა, ცალკე სხდომები მიეძღვნება პროფესორ დ.გორდეზიანს 75 წლისთავთან დაკავშირებით და პროფესორ ს. ჩობანიანს 70 წლისთავთან დაკავშირებით.

 

კონფერენციის სამუშაო პროგრამა აგვისტოს შუა რიცხვებში გამოქვეყნდება კონფერენციის ვებ-გვერდზე

http://rmi.ge/~gmu/III_Annual_Conference/geo/G_III_Annual.htm

 

გაცნობებთ, რომ თეზისების გამოქვეყნების აუცილებელი წინაპირობაა კონფერენციის სარეგისტრაციო თანხის გადახდა  2012 წლის 10 აგვისტომდე. თუ ეს  პირობა დაირღვევა, თეზისი არ გამოქვეყნდება კონფერენციის თეზისების კრებულში.

შეგახსენებთ, რომ კონფერენციის სარეგისტრაციო გადასახადია:

 

მათემატიკოსთა კავშირის წევრები

სხვა მონაწილეები

სრული (დასწრებული)  მონაწილეობა

50 ლარი

80 ლარი

ახალგაზრდა მკვლევარები (30 წლამდე) და

დამსახურებული  მკვლევარები (70 წელს ზემოთ)

30 ლარი

50 ლარი

მაგისტრანტები და დოქტორანტები

15 ლარი

25 ლარი

დაუსწრებელი მონაწილეობა (მოხსენებათა თეზისების პუბლიკაცია კონფერენციის შრომათა კრებულში)

 

 20 ლარი

 

კონფერენციის სარეგისტრაციო გადასახადი ფარავს მხოლოდ საკონფერენციო მასალებისა და კონფერენციის შესვენებების დროს მონაწილეთა საბუფეტო  (ყავა, ჩაი, ნამცხვარი) მომსახურების ხარჯებს.

 

ინფორმაცია სასტუმროების შესახებ:

 

რეგისტრირებულ მონაწილეებს, ვისაც აქვს სურვილი, რომ მათი სასტუმროში განთავსება მოხდეს საორგანიზაციო კომიტეტის დახმარებით, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობით ამის შესახებ და მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია ემეილით batumi.conference2012@gmail.com მისამართზე  10 აგვისტომდე. საორგანიზაციო კომიტეტს შეუძლია განათავსოს მონაწილეები მხოლოდ მაგნოლია 2=ში

(გონიო, “მაგნოლია-ს უკან). 1 ნომრის ფასია 50 ლარი ოთახი I  სართულზე, 60 ლარი ოთახი II და III სართულებზე,. საუზმე დამატებით ღირს 5 ლარი/დღე.  ოთახები 1, 2 და 3-ადგილიანია.

 

ჩვენს განკარგულებაშია 18 ოთახი. მსურველებმა შეგვატყობინეთ:

1.       გვარი, სახელი; 

2.       ელექტრონული მისამართი (იმეილი), საკონტაქტო ტელეფონის  ნომრები;

3.       ბათუმში ჩამოსვლისა და გამგზავრების ზუსტი თარიღები;

4.       ზუსტი ცნობები თანმხლები პირების რაოდენობის შესახებ;

ა) ცალკე ნომერი - ტიპის მითითებით (1–ადგილიანი ნომერი, 2–ადგილიანი ნომერი, 3–ადგილიანი ნომერი)    ან

ბ) თანახმა იქნებით თუ არა, იცხოვროთ ერთ ოთახში სხვა მონაწილესთან ერთად? (აუცილებლობისა და, ამავე დროს, თქვენი სურვილის შემთხვევაში, მოხდება კონფერენციის მონაწილეთა დაჯგუფება ოთახების მიხედვით).

15 აგვისტომდე  თქვენ მიიღებთ ინფორმაციას თქვენი არჩევანის შესაბამისად სასტუმროს დაჯავშნისა და შესაბამისი თანხის რაოდენობის შესახებ, რომელის გადაიხადა უნდა მოხდეს ჩვენს ანგარიშზე.

 

საქართველოს  მათემატიკოსთა კავშირის ანგარიშის რეკვიზიტები „თიბისი“ ბანკში თან ერთვის მესამე შეტყობინებას მიბმული ფაილის სახით. გადახდისას უნდა მიუთითოთ თანხის დანიშნულება:

ბათუმი-2012 კონფერენციის მონაწილის (გვარი და სახელი)

    ა) კონფერენციის  სარეგისტრაციო გადასახადი, დამატებითი თეზისის გადასახადი.

    ბ) სმკ საწევრო გადასახადი (10 ლარი წელიწადში,  მაგისტრანტებისა და  დოქტორანტებისათვის - 3

         ლარი)

   გ)  სასტუმრო  („xxxxxxx“)  ( K დღე)-  M ლ.

 

კულტურული პროგრამა

გათვალისწინებულია ექსკურსიები ქალაქის ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიული ადგილების გასაცნობად.

საქართველოს ზღვის კურორტებზე „ხავერდოვანი“ სეზონი სექტემბერში დგება და თქვენ შეგიძლიათ ბათუმის კონფერენციას შეუთავსოთ ზღვაზე სასიამოვნო დასვენება.

 

 

მნიშვნელოვანი თარიღები

1  აგვისტო, 2012   - ინფორმაცია  კონფერენციის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შესახებ

10 აგვისტო, 2012 - კონფერენციის იმ მონაწილეთა შესატანის გადახდის საბოლოო ვადა, ვისაც გამოგზავნილი აქვს თეზისი.

10 აგვისტო, 2912 - სასტუმროს (მაგნოლია 2) დაჯავშნის საბოლოო ვადა.

                                                                                                  

თეზისის ნიმუში   PDF ფაილი და   LaTeX ფაილი

 

    

                                                                                                    საორგანიზაციო კომიტეტი