საქართველოს   მათემატიკოსთა  კავშირის III ყოველწლიური კონფერენცია

 

პირველი შეტყობინება

 

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი აწყობს III საერთაშორისო კონფერენციას  2012 წლის  2-9 სექტემბერს,  ქ. ბათუმში. ბათუმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:

 

                                                http://www.world66.com/europe/georgia/batumi

 

საქართველოს ზღვის კურორტებზე „ხავერდოვანი“ სეზონი სექტემბერში დგება და თქვენ შეგიძლიათ ბათუმის კონფერენციას შეუთავსოთ ზღვაზე სასიამოვნო დასვენება.

 

კონფერენცია ჩატარდება ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

კონფერენციის თემები

 

·         მათემატიკური განათლება და ისტორია

·         მათემატიკური ლოგიკა, გამოყენებითი ლოგიკა  და დაპროგრამება

·         ტოპოლოგია და მისი გამოყენებები

·         ალგებრა და  რიცხვთა თეორია

·         ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი

·         ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები და მათი გამოყენებები

·         ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა

·         მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი   

·         უწყვეტ გარემოთა  მექანიკა

·         მათემატიკური ფიზიკა

 

კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებულია საიუბილეო სესიების ჩატარება.

 

სექციები

2012 წლის 15 ივნისამდე მიიღება განაცხადები სექციების შესაქმნელად. სექციის შესაქმნელად საჭიროა არანაკლებ 5 მომხსენებელის განცხადება მონაწილეობაზე.

 

შესაძლებელია კონფერენციაში მონაწილეობის როგორც სრული (დასწრებული), ასევე დაუსწრებელი ფორმა.

 

კონფერენციის სარეგისტრაციო შესატანი

 

მათემატიკოსთა კავშირის წევრები

სხვა მონაწილეები

სრული (დასწრებული)  მონაწილეობა

50 ლარი

80 ლარი

ახალგაზრდა მონაწილეები (30 წლამდე) და

დამსახურებული მონაწილეები (70 წელს ზემოთ)

30 ლარი

50 ლარი

მაგისტრანტები და დოქტორანტები

15 ლარი

25 ლარი

დაუსწრებელი მონაწილეობა (მოხსენებათა თეზისების პუბლიკაცია კონფერენციის შრომათა კრებულში)

 

 20 ლარი

ზოგიერთ მონაწილეს, მისი პირადი განცხადების საფუძველზე და სპეციალური განხილვის შედეგად, გაეწევა ფინანსური შეღავათები შესაძლებლობის ფარგლებში.

 

წინასწარი რეგისტრაცია: კონფერენციაზე წინასწარი რეგისტრაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ WEB-გვერდს

http://rmi.ge/~gmu/ III Annual_Conference/geo/G_ III_Annual.htm

ან გამოგვიგზავნოთ თქვენი პირადი მონაცემები სამუშაო ადგილის, ელექტრონული ფოს­ტის/ტელეფონის, მოხსენების სათაურის  და თქვენთვის სასურველი სექციის მითითებით ელექტრონული ფოსტის მისამართზე

                                                                   batumi.conference2012@gmail.com

თეზისის წარდგენა

·         თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერს და უნდა მომზადდეს LaTex ფორმატში

·         თეზისის ნიმუშის ფაილების ჩამოსატვირთად იხილეთ WEB-გვერდზე მითითებული ინსტრუქცია

·         გთხოვთ, გაითვალისწინოთ შაბლონის ფაილებში მითითებული წესები

·         კონფერენციის მონაწილეებმა 2012 წლის 1 ივლისამდე უნდა გამოგზავნონ თეზისის LaTex და PDF ფაილები დანართის სახით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

                                                              batumi.conference2012@gmail.com

 

ინფორმაცია ვიზის შესახებ: საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდება შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: ევროკავშირის ქვეყნები, შეერთებული შტატები, იაპონია, ისრაელი, თურქეთი, კანადა, სასომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდავეთი, უკრაინა და ა.შ. ზოგი ქვეყნის  (მათ შორის რუსეთის) მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ვიზა, საქართველოს საზღვრის გადაკვეთამდე საქართველოს ყველა აეროპორტსა და ოფიციალურ სარეგისტრაციო პუნქტებში, გარდა ლარსის სარეგისტრაციო პუნქტისა, რომელიც მდებარეობს ვლადიკავკაზსა (ჩრდილოეთ ოსეთი) და სტეფანწმინდას (ყოფილი ყაზბეგი, საქართველო) შორის.

 

ინფორმაცია სასტუმროების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ კონფერენციის ვებ–გვერდზე. თუ თქვენ გსურთ სასტუმროს დაჯავშნა  საორგანიზაციო კომიტეტის დახმარებით, გთხოვთ, შეგვატყობინოთ თქვენი  ჩამოსვლის და წასვლის ზუსტი თარიღები 1 ივლისამდე.  15 ივლისამდე თქვენ მიიღებთ ზუსტ ინფორმაციას სასტუმროს ღირებულების შესახებ. სასტუმროს დაჯავშნილი ოთახის ღირებულებისა და კონფერენციის სარეგისტრაციო თანხის  გადახდა   უნდა მოხდეს   30 ივლისამდე თანხის ჩარიცხვით უშუალოდ სასტუმროებისათვის.

 

კულტურული პროგრამა

გათვალისწინებულია ექსკურსიები ქალაქის ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიული ადგილების გასაცნობად.

 

მნიშვნელოვანი თარიღები

 

15 ივნისი, 2012  -   სექციების ჩამოყალიბებაზე განაცხადის მიღების  საბოლოო ვადა

1 ივლისი, 2012  -   თეზისის წარდგენის საბოლოო ვადა

15 ივლისი, 2012   - ინფორმაცია  კონფერენციის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შესახებ

30 ივლისი, 2012  - მონაწილეთა რეგისტაციის  საბოლოო ვადა (კონფერენციაში მონაწილეობის შესატანის   და დაჯავშნული სასტუმროს თანხის გადახდა).

 

                                                                                                                საორგანიზაციო კომიტეტი